„ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ” – პილოტი 9 წლის ელენე

ფეისბუქ მომხმარებელი თონო გიორგობიანი ერთ-ერთ ჯგუფში ქაღალდის თვითმფრინავის ფოტოს ავრცელებს სადაც წერია, რომ უნდა “იამაყოს რადგან  დაიბადა საქართველოში”. –   როგორც მომხმარებელი აღნიშნავს თვითმფრინავი მას აივანზე დახვდა.

„აივანზე რომ გამოხვალ და ციდან მოფრენილი თვითმფრინავი დაგხვდება საყვარელი კალიგრაფიით და საქართველოზე შეყვარებული ტექსტით:
„ვინც იპოვის ამ თვითმფრინავს, იცოდე რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა იამაყო რომ საქართველოში ცხოვრობ!”

პატარა მეგობარო, მადლობა ამ გზავნილისთვის და მინდა გითხრა რომ მე ვიპოვე შენი თვითმფრინავი და გეტყვი იმასაც რომ ძალიან ვამაყობ და მიყვარს ჩვენი, შენი და ჩემი საქართველო.
თვითმფრინავის პილოტი „9 წლის ელენე” აღმოჩნდა ფრენა განხორციელდა მე 9-სართულის აივნიდან და დაჯდომა შეასრულა 1-ლი სართულის აივანზე“,- წერს თონო გიორგობიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები