„ვინც არ მიცნობს, დუდუსნაირი ვგონივარ… დაურეკავთ და უთხოვიათ კიდეც, ჩემს შვილს ჭკუა დაარიგეო“

მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი, რომელიც ბევრმა დუდუს როლით გაიცნო, ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის გმირზე საუბრობს.
„თავიდან არ მომწონდა „დუდუობა“, მაწუხებდა, მერე ნელ-ნელა შევედი მუღამში. სერიალების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და როლი რომ შემომთავაზეს, უარიც კი ვთქვი – რა სერიალი-მეთქი. მითხრეს, წვერი უნდა გაიპარსოო, რისი შანსიც არ იყო, რადგან ამ დროს სხვა პროექტზე ვმუშაობდი, სადაც წვერი და თმა მჭირდებოდა. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ უარი ვთქვი, მაგრამ მერე მითხრეს: დამტკიცებული ხარ, არ გინდა არც კასტინგი და არც არაფერიო და, რაც მთავარია, წვერმა და თმამაც გაამართლა. დუდუც ხომ სტეორეოტიპებს ამსხვრევს – შარვალ-კოსტუმიანი და „გალსტუკიანი“ ტიპი არაა. მე ცხოვრებაში საერთოდ სხვა, გაცილებით რბილი ვარ. არადა, ვინც არ მიცნობს, მისნაირი ვგონივარ. დაურეკავთ და უთხოვიათ კიდეც, ჩემს შვილს ჭკუა დაარიგეო. მე ვინ რა უნდა დავარიგო, ჩემთვის ვერაფერი გამიგია”, – განუცხადა მსახიობმა ჟურნალ „თბილისელებს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები