ვინსენტ კასელი და ტინა კუნაკი მალე მშობლები გახდებიან. ეს წყვილის პირველი საერთო შვილი იქნება.
ბავშვის ქვეყნად მოვლენამდე, წყვილი განწყობასა და პოზიტივს არ კარგავს და ისინი ერთმანეთს სიურპრიზებით ანებივრებენ.
როგორც აღმოჩნდა, წყვილი არც იუმორის გრძნობას კარგავს. ამაში ტინას მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული ვიდეო დაგარწმუნებთ.
ტინა “ინსტაგრამგამომწერებს” ,,გაოცებული” აუწყებს, რომ, სულ ახლახან, პარიზის ქუჩებში ვინსენტ კასელი ველოსიპედით დაინახა, სადაც მას საერთოდ არ ელოდებოდა.
სხვა სიახლეები