„ვინმე უნდა მოკვდეს?“ – „სანტე“–ს გაფუჭებული რძე „კარფურში“ (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია ფაქტი, თუ როგორ გააქვთ ჰიპერმარკეტ „კარფურიდან“ კომპანია „სანტეს“ რძე, ლურჯ შეფუთვაში.

როგორც ქალბატონი აცხადებს, რძე ვადიანია, მაგრამ გაფუჭებული:

„ყველამ ნახეთ და ძალიან გთხოვთ გააზიარეთ. არ გვაკლია ათასი ვირუსით მოწამვლა და აგერ, გუშინდელი, პირადად ჩემი ნაყიდი სანტეს რძე, არ დაგავიწყდეთ, ვადა აქვს 28/03/2020–მდე ანუ მარტის ბოლომდე კიდევ. გავხსენი, ოდნავ შეთბა თუ არა გაუშვა საშინელი, აყროლებული სუნი. არ ვაჭარბებ ნამდვილად და ღმერთმა დამიფაროს, არც ინტრიგანი ვყოფილვარ ცხოვრებაში, თან რამდენიმე კოლოფი. შევიძინე დადიანზე, სუპერმარკეტ კარფურში, თვითონ კარფურის წარმომადგენლებიც გაოცებულები დარჩნენ რომ მივიტანე, ისეთი საშინელი, გაუსაძლისი სუნი ჰქონდა, ყარდა რასაც ქვია. გამოიძახეს კომპანიის წარმომადგენლები. ბევრი კამათის შემდეგ და მობოდიშების, რომ შეცდომით მოხვდა ეს ნაწარმი ამ ქსელში, თორე კი, იციან, რომ ეს არ იყო შემოსატანი ნაწარმი, იყო გაფუჭებული. ანუ გამოეპარათ საწყობიდან, ასე გამოუვიდათ ბევრი ფიცილის და მტკიცილის მერე. წამოსვლას რომ ვაპირებდი, კითხვა დავუსვი ერთ–ერთ წარმომადგენელს თუ გაიტანეს ის გაფუჭებული პროდუქცია, რაზეც მივიღე თანხმობა, კიი კაცოო, გაიტანეს. რაც რომ ვერდავიჯერე, ვუთხარი, რომ ეჩვენებინათ. მივედი და თქვენც არ მომიკვდეთ, ისევ სავსეა ყველა თარო და საცოდავი ცოდვით ნაშოვნი ფულით ყიდულობს ძლივს ხალხი და ვხედავ ისევ გაყიდვაშია . იქ უკვე გადამეკეტა და მაშინ გადავიღე ვიდეო, რაც აქ დავდე. ახლა უკვე თქვენ განსაზღვრეთ, კარგად მოვიქეცი თუ არა“, – წერს მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები