ვინმე გამოუშვით, წყალი მაინც დამისხას „კურუშკით“ – რას წერენ უწყლოდ დარჩენილი მომხმარებლები სოცქსელში

თბილისის რომელ უბანში როდის წყდება წყალი, ამას აბონენტების უკმაყოფილო სტატუსებით მარტივად ვხვდებით. უკმაყოფილების ობიექტი კი რა თქმა უნდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“.

ამ ყოველივემ უკვე კარგი იუმორის სახეც კი მიიღო და თავად კომპანიაც ჩართულია აღნიშნულ „კამპანიაში“ საინტერესო პასუხებით.

ვრცელდება წერილი, შინაარსით, როცა მამაკაცი კომპანიას ვინმეს გაშვებას სთხოვს, რათა „კურუშკით“ მაინც დაუსხან წყალი, ამას კი აბაზანიდან, მისი გაქაფული ფოტო ერთვის.

მეორე აბონენტს კი აინტერესებს, როდის მოვა წყალი, რადგან ცუდი სიზმარი ნახა და სურს წყალს მოუყვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები