“ვითხოვ შენდობას… ეს ქადაგება იყო არაკორექტული” – დეკანოზ თადეოზის მიმართვის წერილი

საპატრიარქო დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს აქვეყნებს.

„მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან“, – ვკითხულობთ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ქადაგების ამსახველი ვიდეო, სადაც დეკანოზი ბავშვების პატარა ასაკში სიკვდილზე საუბრობს, დიდი სკანდალის მიზეზი გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები