კინოდოკუმენტალისტი რამაზ ბლუაშვილი ბილბორდებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათზე ისეთი ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი, რომელიც მომავალი თაობისთვის ერთგვარი მესიჯი იქნება. მისი აზრით, არის რაღაც დეტალები, რომლებზეც მომავალი თაობის აშენება შეიძლება
„წელს ალექსანდრე ქართველიშვილის 120 წლის, ხოლო შოთა რუსთაველის 850 წლის, იუბილე იყო. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ბილბორდს თბილისში, სადაც ეს არის აღნიშნული. აი, აქედან უნდა დავიწყოთ.
ამ ინფორმაციას ბავშვი ბილბორდზე რომ წაიკითხავდა, მივიდოდა სახლში და დაგუგლავდა. ყველაფერს აქვს ჯაჭვური რეაქცია და არის რაღაც დეტალები, რომლებზეც მომავლის აშენებაა შესაძლებელი.
უამრავი მასალაა აფხაზეთის შესახებ, ქალაქი კი უამრავი ვიდეო – ბილბორდებითაა აჭრელებული. გავაკეთოთ 30-წამიანი შავ-თეთრი კლიპი და დავაწეროთ „არ დაივიწყო გაგრა”. შუქნიშანზე რომ გაჩერდება ბავშვი, ის აუცილებლად დაინტერესდება მისით. მოდით, რეალურად ვაღიაროთ, რომ მომავალი თაობისთვის გაგრა არაფერი არ არის. ისიც არ იციან, სად არის”, – აღნიშნა რამაზ ბლუაშვილმა.
Prev Post
სხვა სიახლეები