ტრავმირებულ ლიონელ მესის მისმა თანაგუნდელმა ლუის სუარესმა პიჟამა აჩუქა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა სუარესის პიჟამაში გადაღებული ფოტო FACEBOOK-ში გამოაქვეყნა და მეგობარს საჩუქრსითვის მადლობა გადაუხადა.
“ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობარს ლუის სუიარსს, ასეთი საჩუქრისთვის – პიჟამასთვის. თუმცა, ვერ ვხვდები, ბუზღუნა ჯუჯა (ფიფქია და შვიდი ჯუჯადან) რა შუაშია?” – დაწერა ლიონელ მესიმ.
ტრავმირებული ფეხბურთელი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. მესის 2 თვის გამოტოვება მოუწევს. „ბარსელონას“ თავდამსხმელმა მარცხენა მუხლის იოგების ტრავმა, ესპანურ პრიმერაზე საშინაო მატჩის მე-6 ტურში, ლას-პალმასომთან შეხვედრის დროს მიიღო. ფეხბურთელი მატჩის მე-10 წუთზე შეცვალეს. საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ გაირკვა, რომ ფეხბურთელს თამაში 7-დან 8 კვირის განმავლობაში აეკრძალა.
სოციალურ ქსელში მესის მისი ტრავმირებული ფეხის ფოტოებიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გამოსაჯნმრთელებლად ის ეტაპობრივად მუშაობს. „დავბრუნდები ძლიერი!“- აცხადებს არგენტინელი სუპერვარსკვლავი.
მიმდინარე სეზონში ესპანურ პრიმერაზე მესიმ 6 მატჩი ჩაატარა, რომელთა შორის 3 გოლი (ერთი პენალტით) გაიტანა, ასევე ორი საგოლე პასი გადასცა.