„ვერ გამოართვა ხელიდანო, დანას განწირული ურტყამდა სასიკვდილოდ“ – საზარელი მკვლელობის დეტალები

ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლა, უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მეუღლემ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირება უძღოდა. მათივე ცნობით, მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და პოლიციას თავად ჩაბარდა.

„ვერავინ ვერ გამოართვა ხელიდანო, დანას განწირული ურტყამდა სასიკვდილოდ, მიზეზი ეჭვიანობა იყო“, – ამბობენ შემთხვევის თვითმხილველები.

წყარო: https://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები