,,ვერ გავატარე, არ შემიძლია არ მოგწერო…“ – მაია დარსმელიძის წერილი მამულიჩას

მომღერალი მაია დარსმელიძე პროდიუსერ კახა მამულაშვილის (მამულიჩას) ფეისბუქის გვერდზე პოსტს წერს, რომელშიც მასთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს და უსურვებს, რომ გამაგრდეს.
,,ფოტოებს ვათვალიერებდი, ამ ფოტოს წავაწყდი და ვერ გავატარე, არ შემიძლია არ მოგწერო… გვიჩხუბია, გვიკამათია, მაგრამ ბევრი ძალიან მაგარი დღეები მახსენდება… ერთი საათია ამ ფოტოს ვუყურებ და ნერვები მეშლება რომ არ ხარ ისე, როგორც გინდა რომ იყო. მჯერა, რომ მალე მოგვარდება ყველაფერი. გამაგრდი მამულიკო“.
პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე 18 ივლისს დააკავეს და ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები