“ვე­რა­ვინ წა­გარ­თმევს სიმ­შვი­დეს” – ილია თოფურიას გარშემო სკანდალს ჩემპიონის დედა ეხმაურება

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, სპორტული ტრიუმფის პარალელურად, პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. მიღწეულ წარმატებას, როგორც ჩანს, სერიოზული ოჯახური კრიზისი დაერთო. ცნობილია, რომ ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარზე აცხადებს პრეტენზიას. თავის მხრივ, განცხადება გააკეთა თოფურიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის გამო ცრუ ბრალდებით აშანტაჟებენ და რომ სასამართლოში იდავებს.

“ბოლო თვეებში ვიღებდი მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები“ – განაცხადა თოფურიამ. ჩემ­პი­ონ­მა გან­მარ­ტა, რომ მას აქვს ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბააუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ვი­დეო მა­სა­ლა და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­დას­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

სპორტსმენის გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალს, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გამოეხმაურნენ. დე­დის, ინგა თო­ფუ­რი­ას კო­მენ­ტარ­მა, რო­მე­ლიც მან შვი­ლის პოს­ტის ქვეშ და­ტო­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინტერესი გამოიწვია:

ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ვიც­ნობ. მხო­ლოდ უფალ­მა იცის, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ბე­დია შენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რამ­დენს შრო­მობ ამის­თვის. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, შენ ვე­რა­ვინ წა­გარ­თმევს სიმ­შვი­დეს. უფალ­მა დაგ­ლო­ცოს შვი­ლო…“

დე­დის ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები