ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მთავარი პრიზი- „ოქროს ლომი“ ვენესუელ კინორეჟისორ ლორენცო ვიგასის ფილმისთვის „გარედან“ მიენიჭა. “ვერცხლის ლომი” არგენტინელ რეჟისორს, პაბლო ტრაპერას გადაეცა, ფილმისთვის -’’კლანი’’. ’’ოქროს ლომი’’ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იტალიელ მსახიობს, ვალერია გოლინოს გადასცეს. საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ფრანგი ფაბრის ლუჩინი დაასახელეს. ჟიურის საგანგებო ჯილდო ჩარლი კაუფმანის და დიუკ ჯონსონის ანიმაცია ’’ანიმალიზამ’’ დაიმსახურა.
ვენეციის რიგით 72-ე საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. საკონკურსო ფილმების სია 21 სურათს აერთიანებდა, მათ შორის კი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გარდა, დოკუმენტური და ანიმაციური ნამუშევრებიც მოხვდა. პრესტიჟულ კინოფესტივალზე მოხვედრილი ფილმები ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ამინ ალპერის „სიგიჟე“ (თურქეთი), ლორი ანდერსონის „ძაღლის გული“ (აშშ), მარკო ბელოკიოს „ჩემი სისხლის სისხლი“ (იტალია), სიუ ბრუქსის „გრეისის ძიებაში“ (ავსტრალია), დრეი დერემუსის „თანაბარნი“ (აშშ), ტომ ჰუპერის „დანიელი გოგონები“ (დიდი ბრიტანეთი), ატომ ეგოიანის „გახსოვდეს“ (კანადა), კერი ფუკუნაგას „უჯიშო მხეცები“ (აშშ), ჯუზეპე გაუდინოს „შენს გამო“ (იტალია), ქსავიე ჯანოლის „მარგარიტა“ (საფრანგეთი), ამოს გიტაის „რაბინი, უკანასკნელი დღე“ (ისრაელი), ლუკა გუადანინიოს „დიდი შხეფი“ (იტალია), ოლივერ ერმანუსის „დაუსრულებელი მდინარე“ (სამხრეთ აფრიკა), ჩარლი კაუფმანისა და დიუკ ჯონსონის ანიმაცია „ანომალიზა“ (აშშ), პიერო მესინას „ლოდინი“ (იტალია), ჟაო ლანის დოკუმენტური „ბეჰემოტი“ (ჩინეთი), ირჟი სკოლიმოვსკის „11 წუთი“ (პოლონეთი), პაბლო ტრაპერას „კლანი“ (არგენტინა), ალექსანდრე სოკუროვის „ფრანკოფონია“ (რუსეთი), კრისტიან ვენსანის „ყარყუმი“ (საფრანგეთი) და ლორენცო ვიგასის „გარედან“ (ვენესუელა).
საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნა და 12 სექტემბრამდე გასტანა. წლევანდელ ჟიურის ოსკაროსანი რეჟისორი ალფონო კუარონი ხელმღვანელობადა.
https://www.youtube.com/watch?v=TwVQOKEcACs