ვენერა მორიელში: სიყვარულის და ფულის რადიკალური ტრანსფორმაცია იწყება!

7 ნოემბერს სიყვარულის, სილამაზის, ჰარმონიისა და ფინანსების პლანეტა – ვენერა მორიელის ნიშანში გადავა და იქ 1 დეკემბრამდე იმოძრავებს. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური წერს:
“ინგრესია: 7 ნოემბრიდან – 1 დეკემბრამდე
ხვალ, 7 ნოემბერს სიყვარულის, სილამაზის, ჰარმონიისა და ფინანსების პლანეტა – ვენერა მორიელის ნიშანში გადავა და იქ 1 დეკემბრამდე იმოძრავებს.
ვენერას ეს ინგრესია (ახალ ნიშანში გადასვლა) ყოველთვის უკავშირდება ღრმა და ინტენსიურ ემოციურ ტალღას. მორიელი – წყლის ნიშანია, რომელიც მართავს საიდუმლოებებს, სიღრმეს, ვნებას, ძალაუფლებას და ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას.
ამ ტრანზიტის დროს ვენერას სიმსუბუქე იცვლება მორიელის სიღრმით, ფსიქოლოგიურობით, დეტექტიური განცდით და ყველაფრის ძირფესვიანად შეცვლის სურვილით. ეს არ არის ვენერას მარტივი და ჰარმონიული, მაგრამ არის ძალიან ძლიერი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება პირადი ცხოვრების და ფინანსური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად.
💘სიყვარული და ემოციური კავშირები
ამ პერიოდში მოიმატებს ადამიანებში მოიმატებს ჭეშმარიტად სიღრმისეული გრძნობების მიღების სურვილი. ზედაპირული რომანები და მსუბუქი ფლირტი დაკარგავს ხიბლს. ამ დროს ადამიანები ხშირად ქვეცნობიერად ეძებს „საბედისწერო“ კავშირს, სადაც იქნება სიყვარულისთვის თავის სრული მიძღვნა და ემოციური გახსნილობა.
ადამიანებში მოიმატებს მიმზიდველობა და ქარიზმა. სასიყვარულო ურთიერთობებში შემოვა უზარმაზარი ვნება და ენერგია. ეს პერიოდი შესანიშნავი დროა ქალებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შანსი, რომ განაახლონ ძველი ან დაიწყონ სრულიად ახალი ურთიერთობები.
⚠️ ფსიქოლოგიური გამოწვევები:
ეჭვიანობა და კონტროლი: ვენერა მორიელში აძლიერებს ეჭვიანობას, მესაკუთრეობას და კონტროლის სურვილს. ეს გრძნობები შეიძლება დესტრუქციული გახდეს. აუცილებელია ნდობის გაძლიერება და ფსიქოლოგიურ თამაშებზე უარის თქმა, რათა ურთიერთობა არ დაზიანდეს.
საიდუმლოებები და ტაბუ: მორიელის გავლენით, ბუნებრივია გაჩნება მიდრეკილება საიდუმლო ურთიერთობების ან იმ ურთიერთობებისკენ, რომლებიც ტაბუირებულად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ ამგვარი არჩევანის გრძელვადიანი შედეგები.
💰ფინანსები და რესურსები
მორიელი „ფინანსური“ ნიშანია, ამიტომ მოიმატებს ფინანსური საკითხების ღრმად წვდომის უნარიც. ბევრი ადამიანი უკეთ დაინახავს ფულის შოვნის ფარულ შესაძლებლობებს (განსაკუთრებით ეს შეეხება კრიპტოვალუტას). ეს კარგი დროა ბაზრის ან მომავალი ინვესტიციების შესასწავლად.
ვალები და სესხები: გააქტიურდება ვალების, სესხების, მემკვიდრეობის ან ალიმენტის საკითხებიც. ვენერას ეს პოზიცია ხელს უწყობს ამ საკითხების მოგვარებას, ზოგჯერ მოულოდნელი, მაგრამ ეფექტიანი გზით. შესაძლებელი გახდება საგადასახადო პრობლემებში გარკვევა ან ფინანსური დავის მოგვარება.
რისკების მართვა: შესაძლოა მოიმატოს რისკზე წასვლის სურვილმაც, როგორც ფინანსურ, ისე ემოციურ საკითხებში. მსგავსი სიტუაციები სიფრთხილეს ითხოვს, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესთან და დიდ ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
🧘‍♀️თვითგამოხატვა და ტრანსფორმაცია:
მორიელი – ეს არის არის ტრანსფორმაციის ნიშანი. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი იდეალურია შინაგანი და გარეგნული გარდაქმნისთვის. ბევრ ადამიანს მოუნდება ძველი ჩვევების, ტოქსიკური ურთიერთობების ან თუნდაც ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლა.
ფსიქოლოგიური მუშაობა: იზრდება ინტერესი ფსიქოლოგიის, ეზოთერიკის ან მისტიკის მიმართ. ეს შესანიშნავი დროა ფსიქოთერაპიის დასაწყებად. ამ პერიოდში ადამიანები იოლად გაუმკლავდებიან მათში „დამარხულ“ შიშებს და ემოციურ ტრავმებს.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები