“ცენტრ პოინტის’ დამფუძნებელმა, გუკა რჩეულიშვილმა ციხე დატოვა.
ის ‘ფეისბუქის” პირად გვერდზე ლექსს აქვეყნებს, რომელიც მან ციხეში დაწერა.
“ციხე ხომ ტრაგიკული ადგილია და ამავდროს, რა თქმა უნდა, რომანტიკული და ემოციური. იქ ყველა რაღაცას წერს – ან წერილს ან განცხადებას და ხანდახან ლიტერატურასაც მიადგებიან! ეს ლექსი იქ დავწერე”.
ვდგავარ საღამოს რეშკასთან მარტო
და ვხედავ მზე რომ ჩადის!
მინდა მოჩანდეს
თვითმფრინავები
და ცაზე მათი ლანდი!
მინდა ვხედავდე
როგორ იღვიძებს
ამპარტავანი ვარდი!
მინდა მოჩანდეს
მწვანე ბალახია
პეპლების ავანგარდი!
მინდა ვხედავდე
ჩემი ტრინიტი
მინდორში როგორ დარბის!
არადა, ისევ მარტო ვდგავარ რეშკასთან
და ვხედავ, მზე რომ ჩადის!