“ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას” – რუსთაველის თეატრი ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებდა, რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გადაცემაში “ფარული კონვერტი” მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. მაყაშვილის თქმით, ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი – ბესო ზანგური მასზე სისტემატიურად ძალადობდა, მათ შორის, ფეხმძიმობის პერიოდშიც.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები