ვახტანგ ჭარაია: ვიმედოვნებ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეძლებენ ამაყად აუწყონ ფეხი ავიაციის ახალ, პოზიტიურ გამოწვევებს
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საავიაციო სფეროში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე სოიალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჭარაიას პოსტს “კვირა +” უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს 7 დეკემბერია – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე! გილოცავთ!!! ✈️🇬🇪✈️🇬🇪✈️🇬🇪
დღეს მსოფლიოში, სამოქალაქო ავიიაციით ყოველდღე:
– მგზავრთნაკადი – 10 მილიონი ადამიანი
– ფრენების რაოდენობა – 100 000-ზე მეტი
– ტვირთნაკადი – 56 მილიონი ტონა
– დასაქმებული – 62 მილიონი ადამიანი
– ბრუნვა – 3 ტრილიონი აშშ დოლარი
სულ რაღაც 2030 წლისთვის
– მგზავრთნაკადი გაორმაგდება და წლიურ 8 მილიარდ ადამიანს მიაღწევს;
– გაორმაგდება ფრენების რაოდენობაც 200 000 რეისამდე
ამ ყველაფერს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ახალი სამუშაო ადგილები მოჰყვება, მათ შორის ათასობით ახალი სამუშაო ადგილი საქართველოშიც 📊 📊 📊
რა ინფრასტრუქტურაა ამ მიმართულებით საქართველოში?
– 11 ქართული ავიაკომპანია
– 7 აეროდრომი, საიდანაც 3 საერთაშორისოა
– 42 რეგისტრირებული ადგილობრივი თვითმფრინავი
– 33 უცხოური ავიაკომპანია (3 ტვირთგადამზიდი)
– 7 საავიაციო სასწავლო დაწესებულება (1 უნივერსიტეტი)
– 22 ვერტმფრენი
– 3 ბორტკვების საწარმო
საინტერესო რიცხვები საქართველოს ავიაბაზრიდან:
– რეისები 74 საერთაშორისო მიმართულებით, 36 ქვეყანაში
– კვირაში საშუალოდ – 340 ფრენა, თვეში – 1360 რეისი
– ბოლო 5 წელიწადში მგზავრთნაკადი გაიზარდა 2.5-ჯერ და 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა
– სამივე საერთაშორისო აერპორტის სიმძლავრე მინიმუმ გაორმაგდა, ქუთაისის შემთხვევაში კი 4-მაგდება
– ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადაი 2019 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა – 41%-ით და 791 ათას ადამიანს გადააჭარბა
ავიაცია საქართველოს დღევანდელი და მომავალი წარმატებების საწინდარია:
– კომპანია რომელიც სულ რამდენიმე წელია აქტიურად დაიქოქა უკვე პირველ ადგილს იკავებს გადაყვანებში – ეს ვიზეარია (16 პროცენტით), მას მოსდევენ თურქეთის (11%) და საქართველოს ავიახაზები (10%), მჯერა რომ რაინეარი არანაკლებ წარმატებული იქნება ქართულ ბაზარზე და მნიშვნელოვნად გააიაფებს ზოგად ავია ტარიფებს ქვეყანაში
– აქამდე ფიზიკურად არ არსებობდა და დაიწყო 300 ტურისტული ობიექტის შერჩევა სამოქალაქო ვერტოდრომების მოსაწყობად, რომელიც საერთოდ ახალი სეგმენტია და ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის
– დაგეგმილია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა ერთ ათეულ ახალ კომპანიასთან საქართველოში შემოსაყვანად და მგზავრთ და ტვირთნაკადის კიდევ უფრო გასაზრდელად
ამ ყველაფერში უმნიშვნელოვანესია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის როლი, რომლის კურსდამთავრებულებსაც უდიდეს წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, ამ სექტორში უცხოური სამუშაო ძალის საჭიროებას მინიმუმამდე დაიყვანენ და ჩვენი კურსდამთავრებულები შეძლებენ ამაყად აუწყონ ფეხი ავიაციის ახალ, პოზიტიურ გამოწვევებს 🎯🇬🇪🚁
#მომავალი #ავიაციაშია #სამოქალაქოავიაციისსააგენტო”, – წერს ჭარაია ფეისბუქის პირად გვერდზე.