ვახტანგ რჩეულიშვილი სიმსივნის დიაგნოზით საავადმყოფოშია – მისი მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ რჩეულიშვილი სავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ტელეწამყვანი ეკა ხოფერია წერს და მასთან რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
“ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი , იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელოც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი”, – ნათქვამია “ეკა ხოფერიას თოქ შოუს” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოფილ პარლამენტარს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები