ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, ეხმაურება.
როგორც მან „კვირას“ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და სიმართლეს არ შეესაბამება.
მისივე თქმით, აღნიშნული აჟიოტაჟი წამყვანის პოსტზე ვახო ბიჭიკაშვილის დროებითმა ჩანაცვლებამ გამოიწვია.
„ამასთან დაკავშირებით უკვე მესამე ხართ დღეს, ვინც დამირეკა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „რუსთავი 2“ დავტოვე, არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება. საიდან გავრცელდა ეს უაზრო ჭორი, არაფერი არ დამიტოვებია. სამი გადაცემა წაიყვანა ვახო ბიჭიკაშვილმა. მაგაზე ატყდა მთელი ამბავი. მაგ დროს ქვეყანაში არ ვიმყოფებოდი და ვახომ გადამარჩინა. იმის მერე ჩავწერე 16 გადაცემა“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ვარდოსანიძემ.