ვაშლის შტრუდელის რეცეპტი რესტორან „ვაინშტეფანისგან“

შემადგენლობა: ვაშლი გოლდენი 1.500 გრ;  ფქვილი  – 0.350 გ; ზეთი  1 ს/კ;  მაიონეზი 1 ს/კ; მარილი 0.001 გრ; ძმარი 1/2  ჩ/კ; ნიგოზი   0.200 გრ;  ქიშმიში 0.200გრ;  შაქარი 0.100 გრ; თაფლი  0.200 გ;  კარაქი  0.200 გრ.
მომზადების წესი: ფქვილში დავამატოთ მაიონეზი,ზეთი, მარილი, ძმარი, ცოტა წყალი. მოვზილოთ ისე, რომ ძალიან არ გავათხელოთ, კარგად  რომ მოვზილავთ,  თბილ ადგილას შევინახოთ, თავზე დავახუროთ  15 წთ.
ცომი დავაბრტყელოთ, ვაშლი გავთალოთ და კუბებად დავჭრათ, დავალაგოთ  დაბრტყელებულ ცომზე, მოვაყაროთ ნიგოზი  ქიშმიში, დარიჩინი, თაფლი და ზემოდან მოვასხათ  კარაქი. გადავახვიოთ რულეტი და 180გრადუსზე 40.წთ. გამოვაცხოთ.

რესტორანი „ვაინშტეფანი“ – ალ.ყაზბეგის. 27

კომენტარები

სხვა სიახლეები