“ვაღიაროთ,რომ ველური საზოგადოება ვართ… პათოლოგიური ნაცია…”

მწერალი მარიამ წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საზოგადოების განვითარების ერთადერთი საფუძველი მხოლოდ კანონია.
„არ გინდა ადამიანს სიცოცხლე ასეთი ამბის მერე… და ეს პირველად არ მომხდარა… ვაღიაროთ,რომ ველური საზოგადოება ვართ… პათოლოგიური ნაცია… რადგან თუ ერთი ცემს და კლავს საკუთარ შვილს, მეორეს უვარგისი პროდუქტი შემოაქვს, მესამეს – უვარგისი ბენზინი, მეოთხეს – უვარგისი გაზგაყვანილობა, მეხუთეს – უვარგისი წამლები, მეექვსე ხეებს და ტყეებს ჭრის, მეშვიდე, მერვე და ყველა რაღაცას ვაშავებთ, რომ ჩვენთან აღარ დაედგომებოდეს სიმშვიდეს და ბედნიერებას!
​და ასე, ზოგი სწრაფი და ზოგი ნელი ნაღმით, ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომ ყოველი დღის გათენების გეშინია! კანონი უპირველესია, კანონი სახელმწიფოებრიობის და საზოგადოების განვითარების საფუძველია, წესრიგის, დაცულობის, მაგრამ კიდევ რაღაც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, კიდევ სხვა, არანაკლები ბოროტებისა, რომელსაც მოაქვს ეს შედეგები… რაღაც დაემართა ადამიანს და არავინაა ამის გამკითხავი“,- წერს მწერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები