“ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად გამოკითხულთა 22–პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს.

„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა, იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით – სოციალურ ქსელებში, ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ერენემ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ, რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები