ეზოთერიკოსმა, გოგა მანიამ, „პრაიმტაიმთან“ უახლეს წინასწარმეტყველებაზე ისაუბრა და ასევე უვადო ქალ პატიმარ, მაგდა პაპიძეზე იწინასწარმეტყველა:
„ის რაზეც ვსაუბრობ და სრულდება უკვე მეც მაშინებს. ომი გარდაუვალია, თუმცა საქართველო დაცულია, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვენზე, ფინანსურად ძალიან ცუდად აისახება.
ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვები ჰყავს, იყავით ძალიან ფრთხილად. ნუ დატოვებთ ბავშვებს მარტო და უყურადღებოდ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, აფეთქება მოხდება.
რაც შეეხება პირველ ქალს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, მაგდა პაპიძეს… თუ ჰგონია ვინმეს, რომ მას შეიწყალებენ უახლოეს მომავალში, ეს არ იქნება და არ მოხდება. სამწუხაროდ, მე ერთი რაღაცის მეშინია, რომ მან ცუდად არ დაასრულოს. (ვგულისხმობ სუიციდს)… ციხეში, ცნობილი ადამიანი გარდაიცვლება, რაც უახლოეს მომავალში მოხდება და ყველა მაგაზე ილაპარაკებს…“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.
წყარო: პრაიმტაიმი