ჰიტად ქცეული ფილმის, „ვარსკვლავური ომების“ მსახიობის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. 65 წლის მსახიობი რიჩარდ ბოუნხილი გულის ოპერაციამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ექიმებს უნდა დაეკისროთ, რადგან მათ უკვე ორჯერ გადადეს ოპერაციის თარიღი. გარდაცვლილი მსახიობი საკუთარ ავტომობილში იპოვეს. მას დიდი ხნის განმავლობაში გულის პრობლემები ჰქონდა და ოპერაციას საჭიროებდა.
როგორც The Sun იუწყება, ექიმებმა ოპერაცია ორჯერვე გაურკვეველი მიზეზებით გადადეს. ისინი მხოლოდ იმას განმარტავდნენ, რომ საავადმყოფო გადაჭედილი იყო.