ვარსკვლავები, რომლებსაც ელისაბედ II-სთან შეხვედრის ბედნიერება ჰქონდათ (ფოტოკოლაჟი)
დედოფალი ელისაბედ II დღეს იუბილარია. მას 90 წელი უსრულდება. ტრადიციისამებრ, საკუთარ დაბადების დღეს დედოფალი წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: დღეს, 21 აპრილს, როდესაც პრინც ჩარლზის დედა დაიბადა და ივნისის მეორე შაბათს. ეს ტრადიცია მეფე ედუარდ VII-მ XX საუკუნის დასაწყისში დაამკვიდრა.
თავად მეფე გვიან შემოდგომას დაიბადა და არ უნდოდა სახალხო სეირნობის ცუდ ამინდში ჩატარება. ამიტომ, კიდევ ერთი ეროვნული დღესასწაული დააწესა – „ინგლისის მონარქის დაბადების დღე“ და ის ზაფხულისთვის გადაიტანა.
90 წლის მანძილზე დედოფალ ელისაბედ II-ს ურთულესი სახელმწიფოებრივი კონფლიქტების მოგვარება არაერთხელ უხდებოდა. გარდა ამისა, მას უამრავ ცნობილ ადამიანთან მოუწია შეხვედრა. გთავაზობთ იმ ვარსკვლავების ფოტოებს, რომელთაც დედოფალთან შეხვედრის ბედნიერება ჰქონდათ.