ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ როხთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზაზე მიმავალი ღორი გაიტანა და ხეს შეეჯახა.
ღორი ადგილზე მოკვდა, მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
როგორც “კვირა+”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს.