ვანილის ნაყინი

ინგრედიენტები: არაქისის კარაქი – 3/4 ჭ. შაქარი – 2/3 ჭ. რძე- 2 ჭ. ნაღები – 1ჭიქა, ვანილის ექსტრაქტი – 1 ჩ.კ. საკონდიტრო მოსართავები.

მომზადების წესი: რძე და ნაღები ერთმანეთს შევურიოთ, მიღებული ნარევი ორ ჯამში თანაბრად გადავანაწილოთ. პირველ ჯამს არაქისის კარაქი და შაქარი დავუმატოთ, შემდეგ კი კარგად ათქვიფოთ. მეორე ჯამს ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ, ასევე კარგად ათქვიფეთ. ორივე ნარევი საყინულეში რამდენიმე წუთით შევდგათ, შემდეგ ერთმანეთს შევურიოთ და გავყინოთ. უკვე მზა ნაყინი საკონდიტო მოსართავებით მოვრთოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები