ვანილისა და შოკოლადის ნაყინი შოკოლადის მინანქარში

ინგრედიენტები:
ნაღები – 200 მლ,
მასკარპონე – 250 გრ,
კვერცხი – 3 ცალი,
შოკოლადი – 200 გრ,
კაკაო – 3 ს.კ, ვანილი – 2 ჩ/კ.
მომზადების წესი: შოკოლადი ცეცხლზე გავადნოთ. ფორმებში ჩავასხათ და საყინულეში 30 წუთით მოვათავსოთ. ნაღები მიქსერით ავთქვიფოთ, მასკარპონე დავუმატოთ. კვერცხისგან გული და ცილა გავაცალკეოთ. კვერცხის ცილა შაქართან ერთად ავთქვიფოთ და ნაღების მასაში დავუმატოთ. მიღებული მასა ორ ნაწილად გავყოთ. პირველში კაკაო დავუმატოთ. მეორეში ვანილი ჩავაყაროთ. გაყინულ შოკოლადის ფორმებში ნახევარი შოკოლადის მასა და შემდეგ ვანილის, ბოლოს ისევ შოკოლადის მასა ჩავდოთ. მაცივარში 30 წუთით შევდგათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები