ვანდალური ფაქტი ათენში – ბინის მეპატრონემ ძაღლი მე-3 სართულიდან გადააგდო (ვიდეო)

ვანდალური ფაქტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
ქალაქის ცენტრში, “პლატია ამერიკის” მიმდებარე ერთ-ერთ დაბალსართულიან კორპუსში, მე -3 სართულის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს. ძაღლს ვეტერინალურ კლინიკაში სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და გადარჩა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვანდალური აქტი, ვინმე ხრისტოს ზარიფისმა განახორციელა.
მისი ჩვენების მიხედვით, იგი ბინაში საკეტის გამოცვლის მიზნით შევიდა. ვინაიდან, წყვილს, რომელიც იქ ცხოვრობდა, რამდენიმეჯერადი ბინის ქირის გადასახადი ჰქონდა ვალად და მათ გასახლებას აპირებდა.
საუბედუროდ, ბინაში მხოლოდ ძაღლი იმყოფებოდა. მეზობლებმა გაიგონეს ძაღლის წკავწკავის ხმა, რითაც მიხვდნენ, რომ მასზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ცოტა ხანში ოთხფეხი აივნიდან ისროლა.
პიროვნება დაკავებულია და იგი უკვე ათენის აგიოს პანტელეიმონის რაიონის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დაჰკითხეს.
თუმცა, ვანდალური ფაქტის შემსრულებელი მალევე გაათავისუფლეს, რადგან მას დამამძიმებელი გარემოებები ვერ დაუმტკიცდა.
მიუხედავად ამისა, პროკურატურაში საქმე უკვე აღძრულია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ვანდალური ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გადაიღეს, ხოლო პიროვნებას, რომელმაც ძაღლი მე-3 სართულიდან გადმოაგდო – “ფაშისტო!”, “ჩამოეთრიე დაბლა!” – უწოდეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=DxKTssqYkeA[/youtube]

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=YpRS_TanRGQ[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები