ვანგას შოკისმომგვრელი წინასწარმეტყველება 2016-2017 წლისთვის

ბულგარეთის მთავრობამ 2016-2017 წლისთვის ვანგას წინასწარმეტყველება გაასაჯაროვა. უდიდესი წინასწარმეტყველი მომავალი წლის მოვლენებზე საუბრობს. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ვანგა აქტიურად თანამშრომლობდა ბულგარეთის უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტთან. ყველა მის წინასწარმეტყველებას ბულგარეთის პოტენციურ მეკავშირეებსა და მოწინააღმდეგეებზე ჩეკისტები აფიქსირებდნენ.
წინასწარმეტყველების უდიდეს ნაწილს „გრიფი საიდუმლო“ მიანიჭეს. დროდადრო კი მთავრობა წინასწარმეტყველების ნაწილს აქვეყნებდა.
ცნობილია, რომ ბულგარეთის მთავრობა ვანგას ყველა წინასწარმეტყველების, მათ შორის ყველაზე შოკისმომგვრელი მონაცემების გასაჯაროებას გეგმავს.
ვანგას ინფორმაციით, მომავალ წელს თანამდებობას აშშ-ს პრეზიდენტი დატოვებს. ის არა მხოლოდ პოლიტიკიდან წავა, არამედ დაცვის ყველა პრივილეგიას დაემშვიდობება და, შესაძლოა, გასამართლდეს კიდეც. საინტერესოა, რომ რუსეთი ასევე საკუთარ ლიდერს დაემშვიდობება: „ქვეყანას თავს მოკვეთენ“, – ამბობდა ვანგა, მაგრამ ეს არ უკავშირდება ტრაგედიას და საყოველთაო პანიკას არ გამოიწვევს. პირიქით, რუსეთს აღმაფრენის პერიოდი ეწყება. ეს ყველაფერი დაიწყო ამჟამინდელმა ლიდერმა და ის მოვლენების კონტროლს გააგრძელებს, – იწინასწარმეტყველა ვანგამ. ბულგარეთი რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობას განამტკიცებს.
რაც შეეხება ვირუსს (სავარაუდოდ, საუბარია ებოლას ვირუსზე), ვაქცინებისა და განცხადებების მიუხედავად, რომ ყველაფერი უკან დარჩა, დამარცხებული არ იქნება. პირიქით, ვირუსი მუტაციას განიცდის და დაავადება ახალი ფორმებით იჩენს თავს. ებოლა მთელ მსოფლიოში გავრცელდება. უსაფრთხოდ მხოლოდ ციმბირი და ავსტრალია დარჩება.

წყარო: http://gaecanit.com

კომენტარები

სხვა სიახლეები