“ვამბობდი, რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის” – ლევან რატიანი – კორონავირუსზე

“თებერვალში მეც ვამბობდი, რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ექიმობა განისაზღვრება თეორიულ ცოდნას პლუს პრაქტიკული გამოცდილება. და რადგან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში საშინელება ხდებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ალბათ, იქ ეს გამოუცდელი ექიმობით ხდებოდა. ჩვენმა ქვეყანამ ამაში დრო მოიგო, მათმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეს ვირუსი, რომელსაც მანამდე ვეძახდით,  არის მომაკვდინებელი, ასე არ ყოფილა.

დაგროვდა გამოცდილება, მივიღეთ ცოდნა, ეს აღმოჩნდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება, დააზიანოს ყველა ის ორგანო, რომელიც ადამიანის ორგანიზმშია მოთავსებული. შევისწავლეთ ამ ვირუსის ბიოლოგიური ასპექტები, ამა თუ იმ ეტაპზე რა გართულებას იძლევა. სიმპტომური თერაპიით ამ ვირუსთან ბრძოლას გამარჯვებით მივაღწევთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიასა და ეპიდემიაზე გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც შეიქმნება ვაქცინა და პათოგენეზური მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები