ვალენტინობის დღის ტრადიციები და კიდევ მცირე რამ ისტორიიდან (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ში წმინდა ვალენტინის დღე 1777 წლიდან აღინიშნება, დასავლეთ ევროპაში კი XIII საუკუნიდან. დიდ ბრიტანეთში ვალენტინის დღის ბარათების გაგზავნა მოდაში XIX საუკუნეში შემოვიდა.

დანიაში ამ დღეს საყვარელ ადამიანებს გამხმარ, თეთრ ყვავილებს ჩუქნიან; საფრანგეთში ვალენტინობის დღეს ძვირფასეულობის ჩუქებაა მიღებული, საუდის არაბეთში კი წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნისთვის უზარმაზარი ჯარიმებია დაწესებული.

traditions-for-st-valentine-2იაპონიაში ვალენტინობას XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აღნიშნავენ. თავდაპირველად ამ დღესასწაულზე იაპონელები ერთმანეთს ტკბილეულს ჩუქნიდნენ, რაც უფრო ქალებს ახარებდათ. ახლა კი იაპონიაში ვალენტინობის დღეს მისაღები საჩუქარია პარფიუმერია და კოსმეტიკა, მამაკაცისა და ქალის სხვადასხვა აქსესუარები, თუმცა შოკოლადი მაინც  შეყვარებულთა დღის  ყველაზე პოპულარულ საჩუქრად რჩება.

traditions-for-st-valentine-3წმინდა ვალენტინის დღის შეყვარებულთა დღედ აღნიშვნა XIV საუკუნის ინგლისური და ფრანგული ლიტერატურის გავლენით დამკვიდრდა. ხალხური თქმულების თანახმად, რომელიც ლიტერატურული ინგლისური ენის მამის ჯეფრი ჩოსერის ცნობილ პოემაში The Parliament of Birds (ან Parlement of Foules) და კიდევ ერთი ინგლისელი პოეტის ჯონ ჰაუერის 34-ე და 35-ე ბალადებში მოხვდა. ამ დღეს ფრინველები თავიანთი მეწყვილის ძებნას იწყებენ.

Chaucer-Bookპოემა რიჩარდ II ანნა ბოჰემიელთან ნიშნობის პატივსაცემად შეიქმნა. ნიშნობა 1381 წლის 2 მაისს შედგა და 8 თვის შემდეგ, როდესაც წყვილი დაქორწინდა, ისინი მხოლოდ 15 წლისები იყვნენ.

traditions-for-st-valentine-4ჯეფრი ჩოსერს „ჩიტების პარლამენტში“ შეყვარებულთა დღის სახოტბო რომანტიკული სტროფებიც აქვს ჩართული.

ჯეკ ორაჩის მტკიცებით, ჩოსერის პოემამდე წმინდა ვალენტინის დღე რომანტიკული ელფერით არც ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებში არ შეუმოსავთ.

პირველი ვალენტინის ბარათის დაწერა ორლეანის ჰერცოგს ჩარლის (1415 წ.) მიეწერება, რომელიც ამ დროს ციხეში იყო, ცალკე საკანში იჯდა და მოწყენილობასთან საბრძოლველად გადაწყვიტა საკუთარი მეუღლისთვის სასიყვარულო წერილები ეწერა.

Duce-of-Orleanთუმცა ვალენტინის ბარათების წერა საყოველთაოდ მიღებული XVIII საუკუნიდან გახდა.

ტრადიციული  ვალენტინის ბარათი  გულის ფორმისაა. მასში წერენ საუკეთესო სურვილებს, სიყვარულის ახსნას, ხელის თხოვნასა თუ უბრალოდ ხუმრობას – ის არ არის ხელმოწერილი და ადრესატი თავად უნდა მიხვდეს, ვინ გაუგზავნა ვალენტინის ბარათი.

traditions-for-st-valentine-5ბარათის გარდა საყვარელ ადამიანებს ჩუქნიან ვარდებსაც, რადგან ვარდი სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა, ასევე გულის ფორმის კანფეტებსა თუ სხვა ნივთებს, შეყვარებულ ჩიტებს და რასაკვირველია, წმინდა ვალენტინის დღის აღიარებულ სიმბოლოს – პატარა ფრთებიან ანგელოზ კუპიდონს.

traditions-for-st-valentine-61847 წელს ესთერ ჰოულანდმა მასაჩუსეთსის შტატის ქალაქ ვუსთერში ხელნაკეთი ვალენტინის ბარათების პირველი და მეტად წარმატებული სახელოსნო გახსნა.

Esther HowlandXIX საუკუნეში მასობრივი წარმოების ვალენტინის ბარათებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა თვითნაკეთი მისალოცი ბარათები. ასეთი მისალოცების პოპულარობა XIX საუკუნის ამერიკაში დღესასწაულების შემდგომი კომერციალიზაციის პირველი მანიშნებელი იყო.

Howland-ValentineXX საუკუნეში ვალენტინობის დღეს ძვირადღირებული მარციპანების ჩუქების ტრადიცია დამკვიდრდა. ქორწილი  პატარძლისთვის მარციპანის ჩუქების გარეშე ცუდ ტონად მიიჩნეოდა.

აშშ-ის მისალოცი ბარათების ასოციაციის მონაცემებით, ვალენტინის დღის ბარათები საშობაო  მისალოცების შემდეგ ყველაზე პოპულარული მისალოცებია.

traditions-for-st-valentine-7
წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები