„ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გადავიღე“ – რას აქვეყნებს ლალი მოროშკინა (ფოტოკოლაჟი)

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მის მიერ გადაღებული ცარიელი ბილბორდების ფოტოებს და შესაბამის პოსტს აქვეყნებს.

„ცარიელი ბილბორდების
ქალაქი…..რა გვჭირს რა??? გასაგებია, რომ კოსმოსს იმდენი ვუკიტინეთ, რომ მზემ მიგვატოვა… ისიც გასაგებია, რომ
ვისჯებით… მაგრამ ნუთუ პატარების ნერვებზე და ესთეტიკაზე სულ არ ფიქრობთ?
ასე ცარიელ-ტარიელ უსახურობებს და გამობრდღვნილ კედლებს,
ლამაზი და მომცინარი ბავშვების ფოტოები, ქალაქის ხედები ან სულაც ყვავილები ამშვენებდეს, ამასაც დიდი ჭკუა და კომისიის მოწვევა სჭირდება???? 
ეს ფოტოები დღეს დილით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გადავიღე.
წარმომიდგენია, სხვა უბნებში რა ხდება!!!
იქნებ ყველამ ერთად მივხედოთ
უსხივოდ დარჩენილ ქალაქს!“, -წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები