“ვაკე ალყაშია, დანებდით” – საზოგადოების სახალისო რეაქციები ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით
ჭავჭავაძის გამზირი, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩის კუთხემდე გადაიკეტა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან სახალისო გამოხმაურება მოჰყვა. ”კვირა+” კომენტარებს გთავაზობთ.
“ნახალოვკიდან გავყურებ,
დაკეტილია ვაკე,
ხალხი აღელდა “ფეისბუქს”,
ვინმემ გვიშველეთ რამე”;
“ვაკე მართლა სიზმარშია, სიჩუმეს მხოლოდ სამშენებლო ამწის ხმა თუ არღვევს”;
“უკაცრავად, ვაკიდან ვაჟაზე რომელზეა ფრენა ?”;
“უნივერსიტეტში წასვლა გადავწყვიტე და ჭავჭავაძე გადაკეტეს…
აეგარი, ყველაფერი რო ხელს გიშლის, თორე მე რა?!”;
“ვაკე შაიქმნა მაკეთა, ერთმანეთს ეკითხებიან, რაფერ გევიდე აქედან?”;
“ვაკე ალყაშია, დანებდით”;
“ჩიკამ საზღვრები დააწესა, ხალხოო”;
“აწი ცხენებს უნდა მივაწვეთ ფალიაშვილზე გადასაადგილებლად”;
“დევეშვით ჩამოსულები სახლებში”;
“რომელი ავიაკომპანიები დაფრინავს ვაკიდან”;
”ხალხო, ოკუპაციაში გვაქცევენ ვაკელები”;
“ვაკე ვაკელებს!”;
“ფრენა ვისწავლოთ, სხვა გზა არ არის”.