8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ, რესტორანი “ვაინშტეფანი“ წამყვანი ბეჭდური, ელექტრონული და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
რესტორანში ქალთა დღესთან დაკავშირებით კულინარიული შეჯიბრი გაიმართება. ერთმანეთს ჟურნალისტი ქალბატონებისგან დაკომპლექტებული სამი ჯგუფი შეეჯიბრება. ჟურნალისტებს ადგილზე მოუწევთ კერძების და სასმელების მომზადება. კულინარიული შესაძლებლობების გამოსავლენად კერძების მომზადება სამივე ჯგუფის წარმომადგენელებს ერთნაირი ინგრედიენტებით მოუწევთ.
ჟურნალისტებმა ადგილზე უნდა დაამზადონ: ყველაზე გემრიელი სალათი; ყველაზე გემრიელი დესერტი, ყველაზე გემრიელი კოქტეილი და მაგიდაც თავად უნდა გააწყონ. მათ ამ ყველაფრისთვის ფიქსირებული დრო მიეცემათ. მომზადებულ კერძებს ჟიურის წევრები მოწვეული სტუმრები და თავად „მზარეულები“ დააგემოვნებენ. ჟიური ცნობილი სახეებით დაკომპლექტდება: მსახიობი ნიკა წულუკიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი, მსახიობი დავით ქაცარავა და ვეტერანი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი.
გამარჯვებულ ჯგუფს რესტორანი „ვაინშტეფანი“ საჩუქრებს გადასცემს. კულინარიული შეჯიბრი 20:00 საათზე დაიწყება.
რესტორანი „ვაინშტეფანი“, რომელიც ყაზბეგის გამზირის 27 ნომერში მდებარეობს, სტუმარს მრავალფეროვან მენიუს, სამი ტიპის დარბაზს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
„ვაინშტეფანის“ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ინტერიერით: ზამთრის ღია ტერასა, ღია სამზარეულო, მთავარი დარბაზი, Lounge Bar. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს ათასწლოვანი ტრადიციის მქონე პრემიუმ კლასის ლუდს – ვაინშტეფანს, რომელიც იწარმოება მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციების დაცვით. მრავალფეროვანი მენიუს – ადგილზე დამზადებული კერძები, ხაზი ესმევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, სეზონურობას და კულინარიული დამუშავების ტექნიკას.
მისამართი: ალ. ყაზბეგის 27
ტელეფონი: 599 02 08 00