“ვაიმე, რა მოიგეთ, ის მაინც მითხარით” – ბაია პატარაია და ქართველი ფეხბურთელები – “გაგრძელება”

უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოგებას ისევ გამოეხმაურა:
“ვაიმე, რა მოიგეთ, ის მაინც მითხარით, რა მოგილოცოთ? ჯერჯერობით, მარტო ის გავიგე, რომ იგებთ და მოიგეთ”, – წერს პატარაია.
ასევე, გასულ თვეს უფლებადამცველი თბილისის ,,ლოკომოტივისა” და “მოსკოვის დინამოს,, თამაშს საკმაოდ სკანდალურად გამოეხმაურა, მატჩს “ცინგლიანი” უწოდა, ხოლო ფეხბურთელებს – “რუს ნაშებზე დახამებულები”. მაშინ საზოგადოების მხრიდან მან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
გუშინ საქართველოს ნაკრებმა ბელარუსიის ნაკრები დაამარცხა.

კომენტარები

სხვა სიახლეები