“ვაზიარე სულიერი შვილი, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი, იმავე კოვზით მე ვეზიარე” – მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა ბენიამინის განცხადებით, მონასტერში კორონავირუსის გავრცელების საშიშროებით გამოწვეული კარანტინი მოიხსნა. აღნიშნული აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ზიარება კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა მიიღო საერთო ბარძიმიდან, საერთო კოვზით:

„მე, მამა ბენიამინმა ვაზიარე სულიერი შვილი, რომელსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.

ეპისკოპოსის კურთხევით, მონასტერში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.

სახელმწიფომ თქვა, რომ 20 დღე ყოფილა კარანტინის ვადა. ეს 20 დღე გავიდა.

მონასტერში ჩემ გარდა უამრავი ადამიანია – მინიმუმ, 70 კაცი და ამ 20 დღის განმავლობაში არავის არაფერი  გამოვლენია.

ზოგს რომ ეჭვები აქვს ერთი კოვზით ზიარებაზე – რა საშინელება ყოფილაო. ის ადამიანი რომ ვაზიარე, შემდეგ იმავე კოვზით მე ვეზიარე, სხვა ადამიანიც, რომელმაც თავადაც თქვა, რომ არაფერი  სჭირს“, – ამბობს მამა ბენიამინი.

კომენტარები

სხვა სიახლეები