ეჭვიანი ქმარი ექიმმა მასხრად აიგდო

ექიმმა დაუვიწყარი განმარტება გააკეთა!

ბავშვის დაბადების შემდეგ პანიკაში ჩავარდნილი მამა ექიმთან მივარდა.

— ექიმო, — უთხრა მან. – არ ვიცი, როგორ გითხრათ… მაგრამ ცოტა გაბრაზებული ვარ, იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილი – ჟღალთმიანია! არ შეიძლება ეს ჩემი იყოს!

 — სისულელეა, — უპასუხა ექიმმა. – მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს შავი თმა გაქვთ, შესაძლებელია, რომ რომელიმე თქვენს წინაპარს ჟღალი თმა ჰქონოდა.

— ეს შეუძლებელია, — ამტკიცებს მამა. – უკვე რამდენი თაობაა, ჩვენს წინაპრებში ყველას კუპრივით შავი თმა აქვს.

— მაშინ, ნება მომეცით, ერთი პიკანტური კითხვა დაგისვათ. რა სიხშირით გაქვთ სექსი?

კაცმა ცოტა გაჭირვებით უპასუხა:

— სამსახურში ძალიან ვიღლები, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე სიყვარულით რამდენიმე თვეში ერთი-ორჯერ ვკავდებოდით…

—  ააი, თურმე რა ყოფილა! – დარწმუნებით თქვა ექიმმა. – ეს ჟანგია!

წყარო:http://galanews.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები