ეშტონ კაჩერი და მილა კუნისი მეორე შვილს ელოდებიან

პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის წყვილი ერთმანეთს შორდებოდნენ, ჭორი აღმოჩნდა, რადგან მსახიობები თავს ერთად კარგად გრძნობენ და მეორე შვილსაც ელოდებიან. მილა კუნისის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Peope-ს მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. ბავშვის სქესი მშობლებისთვის ჯერჯერობით უცნობია. კუნისის თქმით, ეშტონ კაჩერი იდეალური მამაა, მას ყველაფერი აინტერესებს, რაც მამობას ეხება და აქტიურად არის ჩართული პატარა ლილის აღზრდაში. შეგახსენებთ, რომ წყვილი გასულის წლის ივლისში დაქორწინდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები