“ეღადავე შენი ოჯახის წევრებს, შე ქათამო!” – ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დავით ლორთქიფანიძეს მიმართავს

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ქალიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფეისბუქით მიმართავს. “ეღადავე შენი ოჯახის წევრებს შე ქათამო ! უტაქტო! უნამუსო! თავხედო! და თუ ამბობ ნუ ჩმორდები მერე და ბოლომდე იკაცე შე ქალო”, – წერს სოციალურ ქსელში მარი გრიგოლია.
მოგესალმებით, შეყვარებულო ქალბატონო ინგა – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დათო ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას მიმართა.
დეპუტატის მიმართვას ინგა გრიგოლიამ შემდეგნაირად უპასუხა: “არ ვთვლი, რომ ხელისუფლებას ან გამოძიებას ამ წუთებში სახუმაროდ აქვს საქმე. ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ გვაქვს პირადი ცხოვრება. ეს ფრაზა იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, ჩვენი პირადი ცხოვრებით დაგვაშანტაჟოს.”-აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები