ბეისჯამპინგი – ეს სპორტის ყველაზე ექსტრემალური და საშიში სახეობაა. სპორტსმენებს ამ დროს არ აქვთ დაზღვევა და გადაწყვეტილების მიღება წამის მეასედში უხდებათ. სპორტის ეს სახეობა საკმაოდ ახალია და არსებობის 25-30 წელს ითვლის.
სპორტსმენები ხტომისათვის სპეციალურ კოსტიუმებს იყენებენ, რომელსაც ვინგსიუტი ჰქვია. ეს კოსტიუმი ფრენის დიაპაზონის გაზრდის საშუალებას იძლევა. თუ ჩვეულებრივი ხტომისას დაშვება თითქმის ვერტიკალურად ხდება, მაშინ ამ კოსტიუმის გამოყენებისას ფრენა შესაძლებელია დიაგონალზეც.
ორმა ექსტრემალმა ადრენალინით სავსე ვიდეო შვეიცარიის ალპებში ფრენისას გადაიღო. ვინგსიუტების დახმარებით ერთ წუთში მათ რამდენიმე კილომეტრი დაფარეს. მთების გადაფრენის შემდეგ პარაშუტი პატარა ქალაქის თავზე გახსნეს.
Prev Post
სხვა სიახლეები