კარლ გუსტავ იუნგმა, ფროიდის გამოჩენილმა მოწაფემ, პირველად წამოიწყო ლაპარაკი ესტრავერტებსა და ინტრავერტებზე.
ექსტრავერტი ნიშნავს – გარეთ მიმართულს, ხოლო ინტრავერტი, პირიქით – შიგნით მიმართულს.
მთავარი იდეა დაახლოებით ასეთი იყო: ამ სამყაროსთან შეგუების ორი გზა არსებობს. ერთია ექსპანსია: განივრცე, იბარტყე, გამრავლდი, ამრავლე კონტაქტები, შეიმალე საკუთარ თავში, ჩაიკეტე, მოიკრუნჩხე, გაიმიჯნე, იჯექი საკუთარ ნიჟარაში, ყველაფერი აუცილებელი თან იქონიე, თავი შეინახე.
ეს გახლავთ სწორედ ექსტრავერსიისა და ინტრავერსიის სკალა – ასე დაყო იუნგმა ადამიანები – მოაზროვნე, ემოციურ, მგრძნობიარე და ინტუიციურ ტიპებად.
მაშ ასე, თქვენ ექსტრავერტი ხართ, თუ:
1. ერთ დღეს შეგიძლიათ ნახოთ ორი ფილმი, წახვიდეთ კონცერტზე და გზაში დეტექტივიც წაიკითხოთ, საღამოს ვახშმად ესტუმროთ მეგობარს, დანიშნოთ 4 პაემანი, მიხვიდეთ ორზე;
2. უამრავი ნაცნობი გყავთ და მათი რიცხვი სულ უფრო მატულობს;
3. თქვენთვის აუცილებელია გარეგანი სტიმულები: თავს ცუდად გრძნობთ, როცა რადიო ან ტელევიზორი დუმს. ხოლო, გამორთულ ტელეფონს კი, საბოლოოდ გამოყავხართ წყობიდან;
4. ადვილად იმახსოვრებთ სახეებს, ცუდად – თეორიებს და ფორმულებს, ასევე, უცხოურ სიტყვებს;
5. არ გიყვართ მარტოს სმა-ჭამა;
6. გიყვართ ანეკდოტების, ისტორიებისა და ამბების მოყოლა, კარგად გეხერხებათ ვინმეს მიბაძვა;
7. უარს არ ამბობთ სიტყვით გამოსვლებზე;
8. გიყვართ კინო, ფოტო, ფირებთან ურთიერთობა;
9. იცით, სად რა როგორ ფასობს;
10. ადვილად ერკვევით უცნობ გარემოში;
11. მოძრავი ხართ;
12. გიყვართ ჭორაობა;
13. ამჩნევთ და იწონებთ უკეთესს, იქცევით გარემოებათა მიხედვით;
14. ყოველთვის უამრავი გეგმა და ჩანაფიქრი გაქვთ;
15. არ გესმით ადამიანების, რომლებიც ყურს უგდებენ საკუთარ შეგრძნებებს და კანკალებენ თავისი ჯანმრთელობის გამო;
16. გაინტერესებთ შთაბეჭდილება, რასაც ირგვლივ მყოფებზე ახდენთ.
თქვენ ინტრავერტი ხართ, თუ:
1. უმნიშვნელო ამბავი საკმარისია, რომ თქვენი აზრი მივიდეს ყველაზე მნიშვნელოვან საგნებამდე;
2. ხშირად ეფლობით მოგონებებში, მეხსიერება გორგალივით იშლება, მისი შეჩერება შეუძლებელია;
3. ერთი კარგი სპექტაკლი ან კონცერტი თქვენ მთელ თვეს გყოფნით;
4. ასევე მთელი ცხოვრება გყოფნით ერთი კარგი მეგობარი, რადგან გიჭირთ ადამიანებთან დაახლოება;
5. უფრო კარგად იმახსოვრებთ არსს, ვიდრე დეტალებსა და წვრილმანებს;
6. რაც უფრო ნაკლებია ახალი ამბები და მოვლენები, მით უფრო კარგად გრძნობთ თავს;
7. ხშირად ხართ ჩუმად, რათა აზრები მოიკრიბოთ;
8. არ გიყვართ ბევრი ნივთი და გადატვირთული სახლი;
9. სრულ თავისუფლებას მხოლოდ მარტოობისას გრძნობთ;
10. არ ხართ ხარბი, მაგრამ ასევე მარტოს გიყვართ საუზმე-სადილი-ვახშამი;
11. ახალ გარემოს ძნელად ეგუებით;
12. იცავთ საკუთარ პრინციპებს, რადაც არ უნდა გიჯდებოდეთ ეს;
13. გაეჭვებთ საკუთარი ჯანმრთელობა, ხშირად გაწუხებთ რაღაც უსიამოვნო შეგრძნება – შეგიძლიათ, დიდხანს იფიქროთ ამაზე, აიშალოთ ნერვები და არავითარ სასიკეთო აზრამდე არ მიხვიდეთ;
14. შეგიძლიათ, დიდხანს იმტვრიოთ თავი ერთი ამოცანის გადასაწყვეტად, უღრმავდებით პრობლემებს;
15. ორაზროვნებას ხედავთ იქ, სადაც სხვები სხვა აზრს ვერ ხედავენ. ის კი, რაც სხვებისთვის ორაზროვანია, თქვენთვის სრულებით უაზრობაა.
16. ზოგჯერ გეუბნებიან, რომ სამყაროს ისეთად ვერ ხედავთ, როგორიც ის სინამდვილეშია, რომ ამქვეყნიური ადამიანი არ ხართ, თუმცა თქვენ ასე არ მიგაჩნიათ.