სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინი ტაბატაძე მძიმე სენის შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, მას სიმსივნის ბოლო სტადია აქვს და მძიმე დიაგნოზის შესახებ მშობიარობის შემდეგ გაიგო.
“ამ დღეს, როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე, პალატაში შემოდის ექიმი და მეუბნება: “მოვიდა ბიოფსიის პასუხი, თქვენ გაქვთ ბოლო სტადიის სიმსივნე, არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ მაინც ვცადოთ” მთელი სხეული გამეყინა, არ ვიცი როგორ შევძელი გაღიმება და მე მას ვუპასუხე “არაუშავს”
და მართლაც, იმ დღის მერე
არცერთ საავადმყოფოში გატარებულ ღამეს!
არცერთ ქიმიის წვეთს!
არცერთ ჩამოვარდნილ თმის ღერს!
არც ტკივილლს!
არც წამალს! და საერთოდ არაფერს
“ა რ ა უ შ ა ვ ს”
იმიტომ რომ ვე ვარ დედა! და ჩემ შვილს ვერავინ და ვერაფერი დამაშორებს!!! მერწმუნეთ მე მახსოვს ყველა თქვენი სანუგეშო სიტყვა. უმეტესად იწყებოდა ესე: “ყველაფერი მალე დამთავრდება და შენ დაივიწყებ ცხოვრების ამ მონაკვეთს” რაზეც მე ჯიუტად გპასუხობდით არას!
არა არა და არა! არ მინდა ამ ყველაფრის დავიწყება, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მინდა დავივიწყო თქვენი გვერდში დგომა. არ მინდა დავივიწყო რა გამოვიარე. მე რომ ეს ყველაფერი დავივიწყო ვერ გავხდები კარგი.
უამრავ ადამიანთან ერთად მინდა ხმამაღლა გითხრათ
კიბო არის დიაგნოზი და არა განაჩენი!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
მე გავიმარჯვე სიკვდილთან
მადლობა უფალს და მადლობა ჩემ შვილს! (ის ხომ იმიტომ ჩაისახა ჩემში, რომ მე ამ დაავადების შესახებ გამეგო მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი მე) მადლობა თქვენ მიყვარხართ კეთილო ადამიანებო!!!
პ.ს ის ექიმი ვინც ეს მითხრა დღეს ცოცხქლი აღარ არის (სამწუხაროდ) ხოლო მე დღეს მოვრჩი თერაპიას! და “მე ვარ ჯანმრთელი”. – წერს ნინი ტაბატაძე.
სხვა სიახლეები