ექიმის მიერ გარდაცვლილად გამოცხადებულმა ქალმა ცხედრის შესანახ ჩანთაში გაიღვიძა

სცენა ფილმიდან ზომბებზე რეალურ ცხოვრებაში განმეორდა  და ეს სცენარი ახალ კორონავირუსს  არ უკავშირდება. საუბარია ქალზე, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს და ცხედრის შესანახ ჩანთაში მოათავსეს. იმავე დღეს ქალმა გაიღვიძა.

აღნიშნულის შესახებ New York Post-ი იუწყება.

გლედის როდრიგეზ დე დუარტეს ნაწლავების სიმსივნური დაავადება აქვს და ის გასულ შაბათს საავადმყოფოში მოათავსეს, ორი საათის შემდეგ კი კომაში ჩავარდნილი ქალი ექიმმა, შეცდომით, გარდაცვლილად გამოაცხადა და მის ქმარსა და ქალიშვილს გარდაცვალების ცნობაც კი გაატანა საავადმყოფოდან.

შესაბამისმა სამსახურმა ქალის ცხედარი მიცვალებულის შესანახ ჩანთაში მოათავსა, რათა დამკრძალავ ბიუროში გადაესვენებინათ, რა დროსაც შენიშნეს, რომ ის ირხეოდა.

რა თქმა უნდა, ექიმებმა „დაადგინეს“ რომ პაციენტი ცოცხალი იყო. ამ დროისათვის ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და აცხადებენ, რომ მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ – სტაბილური.

კომენტარები

სხვა სიახლეები