“ექიმებსა და ექთნებს იმფერი ჯოჯოხეთური შრომა ადგათ, იმის იქეთ რომ არ შეიძლება” – ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე სამედიცინო პერსონალის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

“მაგარი ყოფილა აცრა, გონებას გინათებს. თავად ნემსი აფერია, დაგარჭობენ და ვერც იგრძნობ, მაგრამ რასაც ვუყურე, ექიმებსა და ექთნებს იმფერი ჯოჯოხეთური შრომა ადგათ, იმის იქეთ რომ არ შეიძლება. გაუჩერებლად მუშაობენ და პასუხობენ, პასუხობენ, პასუხობენ ერთსა და იმავე შეკითხვებს, თან რაღაც ქაღალდები უნდა შეავსონ, თან წონასწორობა არ უნდა დაკარგონ და შეცდომა არ უნდა დაუშვან. პაციენტების კონვეირი კი არ მთავრდება და ესენიც გაუჩერებლად მუშაობენ, მუშაობენ, მუშაობენ. ამის ერთი დღე გაძლებასაც რკინის ნერვები და ჯანმრთელობა სჭირდება, არადა, ეს კაი დედმამიშვილებიც ხომ, ბოლო-ბოლო, ადამიანები არიან. დღის ბოლო იყო და რასაც ვუყურე, იმას დაღლა და დაქანცვა არ ჰქვია და მაინც მუშაობდნენ, როგორც ფრონტზე. არ ვიცი, სამედიცინო პერსონალს ტაში უნდა დავუკრათ თუ შუშხუნები უნდა ავუნთოთ, მარა, ექიმებისა და ექთნების შრომას რაღაც სხვანაირი პატივისცემა და დაფასება სჭირდება.
P.S. და მასწავლებლების შრომასაც”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები