2015 წლის 26 ივლისს ნახევარწლიანი კომის შემდეგ გარდაცვლილი ბობი კრისტინა ბრაუნის გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისგან მედიკოსები თავს იკავებდნენ, თუმცა უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის გარდაცვალების რეალურ მიზეზებზე უკვე ექიმებზე დაყრდნობით უცხოური მედია აქტიურად საუბრობს.
მომღერლის ქალიშვილის სისხლში გამოძიებამ ალკოჰოლის, მარიხუანის, კოკაინის და მორფინის კვალი აღმოაჩინა, თუმცა თავის ტვინის დაზიანება აკრძალული საშუალების მიღებით არ ყოფილა გამოწვეული. მისი კომაში ჩავარდნა და შემდგომ გარდაცვალება ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის დროს აბაზანაში ჩაწოლამ და წყალში ყოფნამ გამოიწვია. თუმცა გამოძიება ამ დრომდე ვერ ხსნის, საიდან გაჩნდა მის სხეულზე დაზიანებები. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ბობი ბრაუნი საკუთარ სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
Next Post
სხვა სიახლეები