ექიმები სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას ებრძვიან – როგორია  ანიტას მდგომარეობა  

2 წლის ანიტას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფში “ანიტასთვის” ვრცელდება.

“ექიმები ებრძვიან სეფსისს და პოლიორგანულ უკმარისობას.
რადგანაც გულის ყველა ფუნქციას მხოლოდ ეკმოს აპარატი ასრულებს, სისხლის მიმოქცევა კიდურებში გართულებულია, განსაკუთრებით გამუქებულია ხელები.
გუშინ დაიწყო ახალი პრეპარატის გადასხმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ექიმების თქმით შედეგს 48 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო ძალიან მოწყენილია, მაინც ეკონტაქტება მშობლებს და მოთმინებით ელოდება სასუნთქი მილისგან გათავისუფლებას.
როგორც ყველა ექიმი აღნიშნავს, ანიტა საკმაოდ ძლიერი გოგოა, ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი ერთიანობა, ლოცვა და სიყვარული მალე გამარჯვებამდე მიგვიყვანს!
ყველაფერი კარგად უნდა იყოს!
#ანიტას❤️სთვის”.

კომენტარები

სხვა სიახლეები