ექიმები დედის მიერ სასტიკად ნაცემი 4 თვის გოგონას გადასარჩენად იბრძვიან

ადიღეს ბავშთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 იანვარს 4 თვის გოგონა მრავლობითი მოტეხილობებითა და ჰემატომებით მოათავსეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი დედამ სცემა.
გოგონა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ექიმები საიმედო პროგნოზებს არ იძლევიან, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიან.
“ამ დროისთვის, გოგონას 29 წლის დედა დაკავებულია და დროებით იზოლატორშია მოთავსებული. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული”, – განაცხადა ბავშვთა უფლებადამცველმა, ალექსანდრე ივაშინმა.
უფლებადამცველის განცხადებით, დედამ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.
როგორც ბრალდებულმა ქალმა განაცხადა, მას კიდევ სამი შვილი ჰყავს, მაგრამ უფლება აქვს ჩამორთმეული. ის კრასნოდარის მხარის მკვიდრია და ადიღეში ახლობლებთან სტუმრად იმყოფებოდა. გოგონას მამაზე არაფერია ცნობილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები