98 წლის გურანდა ბებოს, რომელიც კორონავირუსს ებრძვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ექთნებმა სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღე მიულოცეს:
“98 წლის გურანა გრიგორაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსს 25-ე დღეა შემართებით ებრძვის. მკურნალობის პროცესს მისი იუბილეც დაემთხვა და მორიგე ექთნებმა სიურპრიზი მოუწყვეს”. – ვკითხულობთ საავადმყოფოს ფეისბუქ გვერდზე.