“ეს ძალიან სასტიკი ვიდეოა, გთხოვთ, ბავშვებსა და მოხუცებს არ აჩვენოთ” – იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალი რამდენიმე დღე სახლში ჰყავდათ (ვიდეო+18)

იტალიელმა მსახიობმა ლუკა ფრანცეზემ, რომელიც  სერიალ „გომორაში“, მონაწილეობდა შემაძრწუნებელი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის დახმარებას ითხოვდა.
უკანა ფონზე ჩანდა მისი დის ცხედარი, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა.
ლუკა ფრანცეზე საკუთარ სახლში გამომწყვდეული აღმოჩნდა საკუთარი დის ცხედართან ერთად, რომელიც გახრწნის პირასაა. მსახიობის თქმით, მისი და შაბათს გარდაიცვალა.
„ველოდები შესაბამისი უწყებების პასუხებს გასული ღამის შემდეგ. ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა“, – აღნიშნავს მამაკაცი.
„ეს ძალიან სასტიკი ვიდეო და გთხოვთ, ბავშვებსა და მოხუცებს არ აჩვენოთ. იძულებული ვარ ამ სიტუაციას ნებისმიერ ფასად ვებრძოლო – ჩემი და აქ არის, გარდაცვლილი, ლოგინში. არ ვიცი რა გავაკეთო, არ შემიძლია ის გავაპატიოსნო, რადგან ოფიციალურმა უწყებებმა მიგვატოვეს. ყველასთან მქონდა კონტაქტი, მაგრამ არავის მოუხდენია რეაგირება“, – განაცხადა ფრანცეზემ, რომელმაც ვერ იპოვა დამკრძალავი ბიურო, რომელიც მისი დის დაკრძალვის ვალდებულებას აიღებს.
ალ–ჯაზირას უწყებით, 47 წლის ქალს ეპილეფსია ჰქონდა, მაგრამ მას სხვა კუთხით ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა ჰქონდა, კორონავირუსის სიმპტომები კი გარდაცვალებმადე რამდენიმე დღით ადრე გამოუვლინდა. მედიის ცნობით, გარდაცვალების შემდეგ, ტერეზას კორონავირუსზე ტესტი ძმის მოთხოვნით გაუკეთდა და ის დადასტურდა.
მამაკაცის თქმით, ჩინოვნიკებმა მის ტესტირებაზე უარი განაცხადეს, რადგან განუცხადეს, რომ თავდაპირველად უნდა გაეგოთ, იყო თუ არა გარდაცვლილი ინფიცირებული.
„მე თავად მოვახდინე ჩემი იზოლაცია, ახლა მე შემიძლია სადაც მომინდება წავიდე და ვირუსი გავავრცელო,რადგან ჩემს დას გავუკეთე ხელოვნური სუნთქვა. მეგობრებო იტალიამ ჩვენ მიგვატოვა, მოდით ერთმანეთის გვერდით დავდგეთ. გთხოვთ გაავრცელეთ ეს ვიდეო ყველგან, ვაქციოთ ის ვირუსულად“, – დასცენს მსახიობი.
ვიდეო 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. შედეგად ადგილობრივი ხელისუფლება შეწუხდა და დაიწყო დამკრძალავი ბიუროს ძიება.
დამკრძალავი ბიუროს წარმოამდგენლის განცხადებით, ისინი სახლში შესაბამისი აღჭურვილობით შევიდნენ და ცხედარი ისე გამოიტანეს. დაკრძალვას ოჯახის არც ერთი წევრი არ ესწრებოდა.
„თუ უარესი მოხდება და ისევ მოგვიწევს ასეთი რამის გაკეთება, მზად ვარ ამისათვის“, – განაცხადა ბიუროს წამომადგენელმა.
ოფიციალური უწყებების განცხადებით, კორონავირუსით დავირუსებული ადამაინის შინ სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აღნიშნული ფაქტი და ქვეყანაში ასეთი საშინელება არ ხდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები