ეს ქალი მაწანწალას პიცით გაუმასპინძლდა, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა, ვის დაეხმარა…

ფრანგი კარინ გომბო ნიუ-იორკში დასეირნობდა ქმართან და შვილთან ერთად. უცებ ნაგვის ურნასთან მდგომი კაცი დაინახა, რომელიც რაღაცებს ქექავდა. შეძრული მიუახლოვდა და პიცა შესთავაზა, რომელიც პარკში ჰქონდა – რესტორანში დარჩენოდათ სადილობის შემდეგ და შინ მიჰქონდა. „კაცმა მკითხა: „რა არის პაკეტში?“ მე ვეცადე ინგლისურად მეპასუხა, თუმცა ნახევარი ფრანგულად გამომივიდა. ვუთხარი: „მაპატიეთ, პიცაა, ოღონდ ცივი“. მან მომიგო: „დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ“, – ჰყვება გომბო.
mshoblebi
კარინმა არ იცოდა, ვის შეხვდა ნიუ-იორკის ქუჩებში. რამდენიმე დღის მერე კი შემთხვევით გაზეთში ნახა ფოტოები და აღმოაჩინა, რომ რიჩარდ გირს „დახმარებია“.
თურმე ქალი შემთხვევით აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე – ფილმში „უხსოვარი დროიდან“ გირი მთავარ როლს ასრულებს. ქალს არც უფიქრია, რომ ეს ფილმის გადაღებები იყო, უბრალოდ, გულით დაეხმარა ადამიანს. რიჩარდ გირისა და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებისთვის კი ეს მომენტი იქცა ჩვეულებრივი ადამიანური სიკეთის მაგალითად.
mshoblebi

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები